четверг, 18 октября 2012 г.

დროის ფენომენის, სამყაროს წარმოშობისა და ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების საერთო კანონზომიერებების ქართველ მკლვევარებს! მიმართვა


დროის ფენომენის, სამყაროს წარმოშობისა და ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების საერთო კანონზომიერებების ქართველ მკლვევარებს!
                                           მიმართვა
   რთული - დიდი - სისტემების მრავალი წლის კვლევამ ჩვენ გვაჩვენა შემდეგი:
1.ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ყოველ სისტემას და მთლიანად სამყაროს აქვთ თავისი ზომის საკუთარი ხელსაწყოები და ზომის საკუთარი ერთეულები.
2. ყოველ სისტემას აქვს ზომის იმდენი საკუთარი ხელსაწყო, რამდენი პირველადი ფუნქციაც ამ სისტემის მიერ სრულდება.
3. სამყაროს ცალკეული სასრული ნაწილები არიან შეცნობადი ალბათობით P, სადაც  0.5 ≤ P < 1. ხოლო თვითონ სამყარო შეცნობადია ალბათობით  P = 0.5. სხვა სიტყვებით, სამყარო არის პრინციპულად შეუცნობადი.
4. სამყაროს არა აქვს არც წარმოშობის გარკვეული დრო და არც მოსპობის გარკვეული დრო. მაშასადამე, ყოველივე ლაპარაკი ე.წ. დიდი აფეთქების (Big Bang) შესახებ არის უსაფუძვლო. სხვადასხვა მასშტაბის აფეთქებები, რა თქმა უნდა, ხდებოდა, ხდება ეხლაც და მოხდება მომავალშიც.
5.აბსოლიტური დრო ( არისტოტელისა და ნიუტონისა) არის სამყაროს საკუთარი დრო. მას არა აქვს ათვლის გარკვეული წერტილი, მაგრამ მისი ისარი ყოველთვის მიმართულია ზრდისაკენ. 
6.ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ყოველი სისტემა, გარდა თვითონ სამყაროსი, არის ღია სისტემა. სამყარო წარმოადგენს ჩაკეტილ სისტემას.
7.ყოველი ღია სისტემის დროის ისარი პირველად მიმართულია დროის ზრდისაკენ, რამდენიმე ხანს იმყოფება გაურკვეველ მდგომარეობაში და ბოლოს მობრუნდება დროის შემცირებისაკენ. 
8.ყოველი სისტემის ზომის საკუთარი ერთეულები არიან დინამიკური სიდიდეები. ისინი დამოკიდებული არიან:
   - სისტემის საკუთარი დროის ისარის მდგომარეობისაგან,
   - სისტემის ფაქტიური მდგომარეობისაგან.
   ყველაზე ზუსტი გაზომვები შესაძლებელია, როცა სისტემის საკუთარი დროის ისარი იმყოფება გაურკვეველ მდგომარეობაში, ხოლო თვითონ სისტმა - ნორმალურ მდგომარეობაში. ასეთია, სახელდობრ, გაზომვები, წარმოებული ნორმალურ მდგომარეობაში 25 წლიდან 45 მდე ასაკის თანამედროვე ადამიანის ორგანიზმში.  
       დასაბუთება ზემო ჩამოთვლილისა მოყვანილისა ჩვენს შრომებში:
1. Измерения в живой и неживой природе, стрела времени и наша действительность: был ли вообще Большой взрыв?        http://myblogamiran.blogspot.com/2012_09_01_archive.html
2. Мироустройство (World Order).  http://www.synergetic.ru/books/miroustroystvo.html
   ორივე შრომა მისაწვდომია უფასოდ. იმედი მაქვს თქვენ დაგაინტერესებთ ეს შრომები. ყოველ თქვენ შენიშვნას მე მივიღებ დიდი მადლიერებით.
                                                          ამირან ხუსკივაძე
                                                                                                         18.10.2012


Комментариев нет:

Отправить комментарий